„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს – ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს - ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა, არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი  დაახლოებით 16:00 საათზე მე-16 სართულზე გაჩნდა.

ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს – ტელეკომპანია „ფორმულამ“ მაუწყებლობა შეაჩერა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფორმულას-თანამშრომლებ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T14:32:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi