ნიუ-იორკში ქართული eZo Festival-ი პირველად გაიმართება — საქართველოს ბანკი პროექტს უჭერს მხარს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ქართული ელექტრონული მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი eZo პირველად ოკეანეს გადაღმა — ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს შოუქეისს. ნიუ-იორკის ბრუკლინის უბანში, The 1896 Studios & Stages-ის სივრცეში, ორდღიანი ღონისძიება 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

პროექტი საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation-ის ერთობლივი თანამშრომლობის ნაყოფია. ორგანიზაციები ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენასა და დიასპორის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერებაზე ერთად მუშაობენ.

eZo Festival საქართველოში უკვე წლებია მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა — ელექტრონული მუსიკისა და DIY-ხელოვნების მოყვარულებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ევროპაში, კერძოდ გერმანიაში გასტრულის შემდეგ, ფესტივალი ახლა ამერიკის მაყურებელსაც შეხვდება და ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურულ კალენდარში პირველად გაჩნდება.

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს სპეციალური შეღავათი მოეცემათ: ბილეთების შეძენისას 20-პროცენტიანი ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ. ეს შეთავაზება მხოლოდ 10 სექტემბრამდეა მოქმედი.

- Advertisement -
Ad imageAd image

საქართველოს ბანკისთვის ემიგრანტებისა და დიასპორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამ პოლიტიკის ფარგლებში ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ კულტურულ და სოციალურ ინიციატივებსაც ახორციელებს — რათა ქართველობა სამშობლოდან მოშორებითაც ნაკლებად იგრძნოს.

Sheni Ambebi News

წყარო: on.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ნიუ-იორკში ქართული eZo Festival-ი პირველად გაიმართება — საქართველოს ბანკი პროექტს უჭერს მხარს. 4 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ნიუ-იორკში-ქართული-ezo-festival-ი-პირ/

გაუზიარეთ ეს სტატია