დიდი ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა – „შეიძლება ჩაქრეს შუქი და დაცარიელდეს სუპერმარკეტები…“

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიდი ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი (NCSC) აფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტი კიბერშეტევებს უფრო მასშტაბურს, სწრაფსა და ორგანიზებულს ხდის.

უწყების შეფასებით, 2028 წლისთვის მაღალი ალბათობით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ბრიტანეთის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროს იქნება გამოყენებული.

NCSC-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ჩინეთი გაერთიანებული სამეფოსთვის კიბერსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ხანგრძლივ საფრთხეს წარმოადგენს. ანგარიშში ასევე საუბარია რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან კიბეროპერაციების გააქტიურების რისკზე.

სპეციალისტების განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი თავდასხმების სრულიად ახალ მეთოდებს კი არ ქმნის, არამედ ჰაკერებს უკვე არსებული სისუსტეების უფრო სწრაფად აღმოჩენისა და გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

NCSC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ რიჩარდ ჰორნის განცხადებით, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებმა კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტად უნდა აქციონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდასხმებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც ეკონომიკას, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

„როდესაც სუპერმარკეტების თაროებზე საკვები აღარ იქნება, შუქი არ აინთება და ბიზნესები გაკოტრდებიან, შესაძლოა მოგვიწიოს იმის განმარტება, რომ გამაფრთხილებელ ნიშნებს ვხედავდით, რისკები გვესმოდა და მაინც არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი“,- გააფრთხილა მან ბიზნესის ლიდერები.

ანგარიშის მიხედვით, NCSC-ის ინციდენტების მართვის ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში კიბერთავდასხმებთან დაკავშირებული 1 831 შეტყობინება მიიღო, რომელთაგან 80 ეროვნული მნიშვნელობის ინციდენტად შეფასდა.

უწყება განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობაზე, მათ შორის ელექტროენერგიის, საკვების მიწოდებისა და ბიზნესოპერაციების მართვის სისტემებზე.

სპეციალისტების შეფასებით, კიბერსივრცე სულ უფრო მეტად იქცევა სახელმწიფოების გეოპოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დიდი ბრიტანეთი კიბერუსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა – „შეიძლება ჩაქრეს შუქი და დაცარიელდეს სუპერმარკეტები…“. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდი-ბრიტანეთი-კიბერუსაფ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi