ხვიჩა კვარაცხელიას წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ქირურგმა, პიტერ ვენდონკმა ჩაუტარა, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ „მეფესავით პოდკასტში“ განაცხადა.
„ამ სფეროში, თუ შეიძლება, მსოფლიოში სამი ექიმი დაასახელო, ერთ-ერთი არის პიტერ ვერდონკი, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა. ვიცი დეტალები, რა ტიპის ოპერაციაა, რა მეთოდით გაკეთდა და ა.შ.“ – თქვა ხარაბაძემ.
კვარაცხელიას ექიმი დოჰაში, კატარში, Aspetar-ის ორთოპედიულ და სპორტული მედიცინის საავადმყოფოში მოწვეული ქირურგის სტატუსით მუშაობს.
მას 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული და საერთაშორისო სამედიცინო კვლევებშიც მონაწილეობს.
1999 წელს გენტის უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაამთავრა;
2006 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი სადოქტორო კვლევა მენისკის ტრანსპლანტაციასა და ქსოვილოვან ინჟინერიას ეხებოდა.
100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში;
2019–2022 წლებში ბელგიის მუხლის ქირურგიის საზოგადოების პრეზიდენტი იყო, ხოლო 2024–2025 წლებში ბელგიის ორთოპედიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის საზოგადოებას ხელმძღვანელობდა;
2026 წლის 17 ივნისს სწორედ ვერდონკმა გაუკეთა მუხლზე ოპერაცია საუდის არაბეთის ნაკრებისა და ალ-ნასრის ფეხბურთელს, სულთან ალ-ღანამს;
მუშაობს ანტვერპენის ორთოპედიულ ცენტრში და მოწვეული ქირურგის სტატუსით თანამშრომლობს კატარის ცნობილ სპორტულ სამედიცინო კლინიკა ასპეტართან;
27 ოქტომბერს სწორედ ასპეტარში ჩაუტარდა წარმატებული ოპერაცია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ოპერაციიდან რეაბილიტაციამდე – რა ელის კვარას?! – „თუ შეიძლება, მსოფლიოში სამი ექიმი დაასახელო, ერთ-ერთია…“ – ვინ არის ქირურგი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ურთულესი ოპერაცია გაუკეთა. 4 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოპერაციიდან-რეაბილიტაცი/
