-კარდიოქირურგი, გიგა ჯანაშია „ვივამედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს იზრუნონ ჯანმრთელობაზე
მედიკოსი ყველას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდებს, მოერიდონ ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, თამბაქოსა და ელექტრო სიგარეტების მოხმარებას, რადგან მისი თქმით, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
„სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამ გაუფრთხილდით, თორემ როდესაც უკვე დაიწყებს დაცლას, მერე იფიქრებთ, რომ ნეტა ეს ხალხი (ექიმები) მომაშორა და არაფერს აღარ ვიზამო, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება. ამიტომ სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამდე მოერიდეთ ელექტროსიგარეტებს, ალკოჰოლს და ყველა სახის ნარკოტიკს. დამიჯერეთ, ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე…” – ამბობს ექიმი.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „სანამ გაქვთ ჯანმრთელობა, მანამ გაუფრთხილდით“ – კარდიოქირურგი, გიგა ჯანაშია საზოგადოებას მიმართავს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

