ფემიციდი ფოთში – ცოლის, 47 წლის ინგა ყალიჩავას მკვლელობაში ბრალდებულს, ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი იუწყება, ბრალდებულმა კაცმა სასამართლოზე დუმილი დაარღვია, ცოლის მკვლელობა აღიარა და დასჭინა, რომ “ჩადენილს ნანობს”.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს შუამდგომლობა არ დაუყენებია, რადგან ბრალდებულის მოთხოვნა იყო მის მიმართ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე [ინგა ყალიჩავა] მოკლა.
პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
წყარო: tvpirveli.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ფემიციდი ფოთში – ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფემიციდი-ფოთში-ცოლის-მკვ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T20:10:30+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
