საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი, რომლის ნაცვლად ცენტრალის ტერიტორიაზე ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე ოთხი ახალი ესკალატორი დამონტაჟდება. განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეები.

რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.

თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით შვიდი მლნ ლარია. საქართველოს რკინიგზა თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-რკინიგზამ-თბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi