იტალია უკრაინას Aster 30 რაკეტებსა და წარმოების ტექნოლოგიას გადასცემს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
იტალია უკრაინას Aster 30 რაკეტებსა და წარმოების ტექნოლოგიას გადასცემს

იტალიის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც SAMP/T ტიპის გზაგადამჭრელ  რაკეტებსაც მოიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება საიდუმლოდ იქნა მიღებული და მთავრობამ ოფიციალურად მხოლოდ სამოქალაქო ელექტროენერგიის გენერატორების გადაცემა გამოაცხადა უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იტალია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე საკუთარი არსენალიდან რამდენიმე Aster 30 ტიპის რაკეტას გადასცემს.

- Advertisement -
Ad imageAd image

იტალია, საფრანგეთთან ერთად, ასევე გეგმავს უკრაინისთვის Aster 30 B1NT ტიპის რაკეტების ლოკალური წარმოების ლიცენზიის გადაცემას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა შემოდგომაზე საფრანგეთისგან ერთ SAMP/T სისტემას და ახალ საჰაერო თავდაცვის რადარებს მიიღებს. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). იტალია უკრაინას Aster 30 რაკეტებსა და წარმოების ტექნოლოგიას გადასცემს. 27 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/იტალია-უკრაინას-aster-30-რაკეტებ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi