პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებატურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?

ტურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?

მას შემდეგ, რაც 1900 წელს, მოყვარული ფოტოგრაფის, სეკონდო პიას აპარატმა ტურინის სუდარაზე ადამიანის გამოსახულება დააფიქსირა, არ შეწყვეტილა სუდარის კვლევა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელთა მიერ . 1975 წელს კი ამ პროცესში სასამართლო ექსპერტიზაც ჩაერთო . დასკვნა კი ასეთია – ადამიანი, რომელიც ტურინის სუდარაში იყო გახვეული და რომლის ფოტოგრაფიული გამოსახულებაც ნაჭერზე აისახა, არის
1. 30 დან 40 წლამდე მამაკაცი
2. სიმაღლე 180 დან 185 სმ მდე
3. წონა 80 დან 90 კილომდე
4. მამაკაცის ზურგი მრავლობითი ჭრილობებითაა დაფარული. მას მიყენებული აქვს 98 დარტყმა 3 სხვადასხვა სახეობის მათრახით.
5. სამივე მათრახი რომაულია, ე.წ. ფლაგრუმი. ( ერთ სახეობას აქვს ტყავის სამი ენა, რომელზეც დამაგრებულია რკინის ბურთულები, მეორეს ორი ენა, აგრეთვე რკინის ბურთულებით და ბოლოვდება კაუჭიანი რკინით და მესამეს ერთი ენა რკინის ბურთულებით და კაუჭით)
6. ჭრილობებიდან 46 მიყენებულია სამენიანი მათრახით, 30 ორენიანით, ხოლო 12 ერთენიანით.
7. არცერთი დარტყმა არ არის გულ- მკერდის არეში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ურტყამდნენ პროფესიონალი ჯალათები, რადგან გულ-მკერდის არეში ასეთი სიძლიერის თუნდაც ერთი დარტყმა იწვევს მყისიერ სიკვდილს, რაც წამებას ამსუბუქებს და რომაული კანონით აკრძალულია.
8. მას ორი ადამიანი ურტყამდა, მარცხნიდან მაღალი, მარჯვნიდან კი დაბალი .
9. მხრები დაზიანებული აქვს მძიმე საგნის ტარებისაგან . საგანი ხის იყო და დააზიანა კანი.
10. მუხლები დაჟეჟილია მრავალჯერ დაცემისაგან.
11. დარტყმის შედეგად დამტვრეულია ცხვირის და სახის ძვლები.
12. თავის ქალაზე მრავლობითი ჭრილობაა, რაც გამოწვეულია ბასრი ეკლების შერჭობით. საგანი, რომელიც თავზე დაახურეს, იყო მიტრის ფორმის ეკლებისაგან დამზადებული სპეციალური თავსაბურავი, რომლის ეკლებიც თავისკენ არის მიმართული და ყველა მოძრაობაზე ღრმად შედის თავში.
13. ორივე ხელის მტევანზე ლურსმნის ნაკვალევია. ლურსმანი ხელის მტევანსა და მაჯას შორის არის გატარებული პროფესიონალის მიერ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ჯვარზე მილურსმნული სხეულის დაჭერას. იგივე პრინციპით ლურსმნები გატარებულია ტერფის სახსრებში.
14. სიკვდილი დადგა ჯვარზე რამდენიმე საათიანი ტანჯვის შედეგად ჰაერის უკმარისობით.
15. ნეკნებთან აქვს შუბით მიყენებული ღრმა ჭრილობა, სავარაუდოდ გარდაცვალების შემდეგ.
ტურინის სუდარაში იყო გახვეული იესოს ცხედარი?
დღეს იერუსალიმში დილიდან ისევ დაიწყო ეს ღვთაებრივი მისტერია – პილატეს სასახლიდან გოლგოთამდე. ჯვართან მხოლოდ სამნი იქნებიან – დედა, იოანე და მარია მაგდალინელი. ისინი ჩამოხსნიან ჯვრიდან, გარდამოხსნის ქვაზე დაასვენებენ, მის სხეულს იოსებ არიმათიელის მოტანილი ნელსაცხებლებით განბანენ, მისსავე მორთმეულ სუდარაში გაახვევენ, სახეს ბისონის ნაჭრით დაუფარავენ და აკლდამაში შეასვენებენ. შემდეგ იელვებს, მიწა შეტორტმანდება, იერუსალიმის ტაძარში კრეტსაბმელი გაიხევა და მცხეთაში, სიდონიას დედა, ებრაელი ქალი სასოწარკვეთილი იკივლებს – ვაი თქვენ შვილნო ჰურიათა, რამეთუ მოჰკალით ძე ღვთისა.
  ნახეთ ვიდეოინსტრუქცია, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ერთიან ეროვნულ გამოცაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი