ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაიწყეს. ვიდეომიმართვებში ნატა ვიბლიანი აცხადებდა, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი.
მან ჩხვიმიანების ოჯახი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა. მის გარდა, ნატა ვიბლიანი ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
YouTube-ზე არხი „სანდო წყარო“ რეპორტაჟში, რომელიც ნატა ვიბლიანსა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება, ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ყველაზე ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, საკუთარ პოზიციას პირველად ჰყვება.
ჩხვიმიანი არასრულწლოვან ნატა ვიბლიანთან ურთიერთობას „სანდო წყაროსთან“ ადასტურებს თუმცა ძალადობას უარყოფს:
„ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა, 17-ში იყო, 17 წლის“, — ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, „ნატა იყო 17 წლის?“ — ჩხვიმიანი პასუხობს:
„[ნატა]17 წლის იყო, მე ვიქნებოდი ალბათ 33 წლის…“ — ამბობს ბაჩუკი ჩხეიანი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა – [ნატა]17 წლის იყო, მე ვიქნებოდი ალბათ 33 წლის…“ – ბაჩუკი ჩხვიმიანი ნატა ვიბლიანთან ურთიერთობას ადასტურებს, თუმცა ძალადობას უარყოფს. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მთაში-მოხდა-ეს-ჩვენი-ურთ/
