შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასიმართლე ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ

სიმართლე ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ

სიმართლე ღვთაებრივი ცეცხლის შესახებ.
დღეს დიდი შაბათია – უკანასკნელი და უმძიმესი დღე ქრისტეს აღდგომამდე  ჯერ კიდევ ისმის ბრბოს ყიჟინისა და უსასტიკესი განაჩენის სიტყვების ექო… ჯერ კიდევ მძიმედ ხვდება გულს მაცხოვრის სხეულზე შოლტისა და ჩაქუჩის დარტმის ხმები… ჯერ კიდევ გტკივა ქრისტესა და ღვთისმშობლის ტკივილიანი ცრემლები… ჯერ ისევ დიდი შაბათია – სისხლიანი პარასკევის მომდევნო, გოდებითა და სირცხვილით სავსე უდიდესი გარინდების დღე სისასტიკის იმ საოცარი ნიმუშის წინაშე, რომელსაც მაცხოვრის ჯვარცმა ჰქვია. ამიტომაც დუმხარ მთელ სამყაროსთან ერთად – გტკივა და გრცხვენია და… დუმხარ… დღეს დიდი შაბათია. და ამ სირცხვილიანი გარინდების ჟამს, როცა ტკივილის დატევა შეუძლებელი ხდება, როცა სინანულისაგან გული ჩერდება, სიყვარულისა და მიტევების ნიშნად უდიდეს ნუგეშს გვივლენს ადამიანებს უფალი – აღდგომამდე დარჩენილი რამდენიმე საათის სიმძიმეს სწორედ ზეციური ცეცხლით გვიმსუბუქებს.
მოციქულებისა და წმინდა მამების ცნობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა ქრისტეს საფლავი. ამ ნათელმა დააბრმავა ის რომაელი ჯარისკაცები, ებრაელი მღვდელმთავრების რჩევით რომ დაუყენა პილატემ აკლდამას. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის საფლავზე აშენებულ ტაძარში ღვთაებრივი ცეცხლი პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა: სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელებში ზეთი შემოაკლდათ. პატრიარქ ნარცისის კურთხევით, ისინი სილოამის ემბაზის წყლით დაავსეს. ამის შემდეგ კი ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა აანთო ყველა კანდელი და ასე ენთო ლიტანიობის დასასრულამდე.
მას შემდეგ ეს სასწაული ყოველწლიურად მეორდებოდა და მეორდება დღესაც. მაგრამ მავანნი ან უარყოფენ მას ან კიდევ მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ: არც სახარება და არც მსოფლიო კრების არც ერთი დადგენილება არ მოწმობს ამგვარი სასწაულის შესახებო. არადა, თუნდაც მხოლოდ საღმრთო გადმოცემაც ძალიან მნიშვნელოვანია მართლმადიდებელთათვის: თვით მოციქულები ეპისტოლეებში ყველაფერს არ წერდნენ და აცხადებდნენ სურვილს მოწაფეებთან ზეპირ საუბრისას. მაგ. იოანე მახარებელი სწერს ეპისტოლეში: “მრავალი მინდა მივწერო თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და ნორმითა, რამეთუ ვესავ მოსვლად თქუენდა და პირისპირ სიტყვად”. სწორედ ასე გადმოცემით მოვიდა უამრავი რამ ჩვენამდე.
მავანნი იმასაც აცხადებენ, არანაირი მატერიალური საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ეს სასწაულია – ეს მხოლოდ ტრადიციული რიტუალის აღსრულებაა და სიმბოლური გამოხატულება იმ ნათლისა, რომელიც ქრისტემ სოფლად მოიტანაო. ჯერ, ერთი, მხოლოდ სიმბოლურისა და სულიერის დანახვა სახარებასა და ქრისტიანობაში თავისთავად ქრისტეს ღვაწლის დაკნინებაა. მარტო სულიერი მხარე რომ ყოფილიყო მთავარი, არც უფლის განკაცება გახდებოდა საჭირო და არც ჯვარცმა. ეს მონოფიზიტთა სწავლების მსგავსია-განკაცებულ ქრისტეში მხოლოდ ღმერთის ბუნებას რომ ხედავენ და კაცისას უარყოფენ. გამოდის, არც შიოდა, არც ტკიოდა, არც სწყუროდა და არც ჯვარცმისას განუცდია ტკივილი მთელი სისრულით. გამოდის, მთელი მისი 33 წელი ცხოვრებისა არ ყოფილა… არც მსხვერპლშეწირვა ყოფილა, არც ჯვარცმა და არც გარდამოხსნა …
მაგრამ ჩვენ ხომ ზეციურ ცეცხლზე ვსაუბრობდით. მატერიალურ საბუთს ითხოვენ ამ სასწაულის მოწინააღმდეგენი. და ამ საბუთად მაცხოვრის საფლავზე აღმართული ტაძრის ერთ-ერთი სვეტიც გამოდგება: ეს სვეტი სწორედ ამ ცეცხლმა გააპო შუაზე: როგორც იცით, ცეცხლის გადმოსასვლელად სამი პირობიდან პირველი სწორედ ისაა, რომ კუვუკლიაში მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა შევიდეს. ჰოდა, ერთხელ მონოფიზიტებმა მოისყიდეს თურქები, რომელთა ხელშიც იყო ტაძრის გასაღები, გამოაძევვს იერუსალიმის პატრიარქი და თავიანთი მწყემსმთავარი შეუშვეს შიგ. მართლმადიდებელი მღვდელმთავარი აცრემლებული დადგა ერთ-ერთი სვეტის უკან – ფიქრობდა, რომ თავისი ცოდვების გამო ვერ გახდა ღირსი კუვუკლიაში ყოფნისა. უცბად, დაიქუხა, მარმარილოს სვეტი შუაზე გაიპო და იქიდან გადმოსულმა ცეცხლმა იერუსალიმის პატრიარქის ხელში აანთო სანთლები. ეს 1549 წელს მოხდა. მას შემდეგ ეს სვეტი მართლმადიდებლობის უტყვ მოწმედაა ტაძრის შესასვლელში აღმართული.
იერუსალიმის პატრიარქთა მოწმობით, ცეცხლის გარდამოსვლის წინ მაცხოვრის საფლავის ფილა “საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული მარგალიტებით იფარება. ბამბით შეგროვებისას ეს მარგალიტები ზეთის წვეთებივით ეკვრიან ერთმანეთს, ხოლო ბამბა, რომლითაც ამ წვეთებს აგროვებენ, სითბოს გამოსცემს”. როგორც კი ამ ბამბას სანთელს მიუახლოვებენ, პატრუქს ცეცხლი ეკიდება და სანთელი ინთება. მაშინვე თავისით ინთება მაცხოვრის საფლავის ყველა კანდელიც. მთლიანად ტაძრის სივრცე კი ცეცხლის გარდამოსვლის წინ მოცისფრო ელვით ნათდება. თავად ცეცხლი თბილია და არა ცხელი, და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში არც წვავს.
ცეცლის გარდამოსვლისათვის აუცილებელია კიდევ ორი პირობა: ტაძარში უნდა იყვნენ საბაწმინდელი ბერები და მართლმადიდებელი არაბები. საბაწმინდელი ბერების სიღმისეული ლოცვის წყალობით იქ მყოფთა გულებშიც უნდა აენთოს “გონიერი” ღვთაებრივი ცეცხლი.
ხოლო მართლმადიდებელი არაბების როკვისა და ყიჟინის გარეშე წარმოუდგენელია ცეცხლის გარდამოსვლა: ისინი სწორედ ისე როკავენ, როგორც ებრაელები როკავდნენ იერიქონის დაცემისას ან დავით მეფსალმუნე – აღთქმის კიდობანთან. ეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი სწორედ ამ არაბებსა აქვთ შემონახული. სხვათა შორის, ერთხელ ეს არაბები გაყარეს კიდეც ტაძრიდან, მაგრამ 6 საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ კვლავ შეუშვეს ტაძარში და, ცეცხლი მაშინღა გადმოვიდა. ეს არაბები ფოტინეს შთამომავლები არიან – იმ სამარიტელი დედაკაცისა, რომლის შესახებაც სახარებაც მოგვითხრობს და რომლის ქალაქში თავად ქრისტემ იქადაგა ჭეშმარიტება.
უფალი ამბობს: ყურები აქვთ და არ ესმით. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ქრისტეს მიერ ჩადენილ უამრავ სასწაულს ხედავდნენ, მაგრამ მაინც დასცინეს, უარყვეს და ჯვარს აცვეს. მადლს მოკლებული ადამიანის ბუნება ახლაც იგივეა, რაც ოცდაერთი საუკუნის წინათ: თუკი არ გინდა, დაინახო და აღიარო, არც დაინახავ და აღიარებ. საკუთარი ამპარტავნებით დაბრმავებული როცა ვერ ხედავ მზეს, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ამოდის და არ ანათებს. საცოდავი ის კი არაა, ვისაც მზის ამოსვლისა სწამს და უხარია, არამედ ის, ვინც მისი ნათლისა და სითბოს გარეშე რჩება.
გილოცავთ დამდეგ უბრწყინვალეს დღესასწაულს, ქრისტიანენო !
  ქარი, შტორმი და სეტყვა - ამინდი მკვეთრად იცვლება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.