ირაკლი კობახიძე: „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.

„დღეს ვიმყოფებით ულამაზეს ქალაქში, რომლისთვისაც ერეკლე მეორის სახელი განსაკუთრებულად ძვირფასია; თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღესასწაული, „ერეკლეობა“ სრულიად საქართველოს ეკუთვნის. ეს არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო.

ერეკლე მეორე ჩვენთვის პოლიტიკური სიბრძნის, სიმამაცის და სამშობლოსათვის თავდადების სიმბოლოა. ერეკლე მეორე არის მეფე, რომელმაც ასობით ბრძოლა გადაიხადა საკუთარი ხალხის, ქრისტიანული სარწმუნოებისა და მშობლიური მიწის დასაცავად.

გარდა ამისა, ერეკლე მეფე იყო თავისი დროის უდიდესი რეფორმატორი, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ზრუნავდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი სამრეწველო საწარმოების დაფუძნება, წარმოების აღორძინება, თბილისისა და თელავის სემინარიების გახსნა, სტამბის განახლება და პირველი საერო თეატრალური დასის ჩამოყალიბება. ერეკლე მეორეს კარგად ესმოდა, რომ ერის გაძლიერებას ცოდნა, ეკონომიკური სიძლიერე და კულტურული წინსვლა სჭირდებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: „ერეკლეობა“არის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობაზე, თავისუფლების ფასსა და იმ ურთულეს გზაზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და სახელმწიფომ საუკუნეების მანძილზე განვლო. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-ერეკლე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:27:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi