ირაკლი კობახიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, ასევე, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან.

„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება. გაფართოვდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამას აქვს უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი. ეს არ არის მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტები. იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით. იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ვდებთ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აქვს კონკრეტული შედეგები და ეს მაჩვენებელი ამის ერთ0ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ავიარეისების დამატება. კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთიდან ინვესტიციები იზრდება. ჩინეთმა დაიკავა პირველი ადგილი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი.

ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით შუა აზიის მიმართულებით. სერიოზული ხელშესახები შედეგი გვაქვს. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან. ამ პროცესის დასრულების შედეგად, 120-მილიონიან ბაზარზე იღებს წვდომას ჩვენი ქვეყანა, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ტენდენციები ჩვენ გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებას, საგარეო ვალის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ყოველწლიურად შემცირების საშუალებას, ზოგადად, ფისკალური კუთხით სწორი მაჩვენებლების შენარჩუნების და უზრუნველყოფის შესაძლებლობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკონომიკურ გუნდს და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს“, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი, ჩინეთი პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით, ასევე, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-პირდაპი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi