აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმართება, შესვენება გამოცხადდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ამერიკულმა დელეგაციამ ომანის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა დატოვა. მოლაპარაკებები დღეს საღამოს უნდა განახლდეს.
აღსანიშნავია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები იმართება. შუამავლობას ომანის სასულთნო უწევს.
Sheni Network
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალ-ბუსაიდის განცხადებით, მხარეებმა ერთმანეთში „კრეატიული და პოზიტიური იდეები“ გაცვალეს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე შესვენება გამოცხადდა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91/
sheniekimi.ge/ambebi
