რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს, დღეს თავს შედარებით კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანის პრესსამსახური ავრცელებს.
პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის თანახმად, პონტიფიკოსს ღამით კარგად ეძინა, დილით კი ისაუზმა.
რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ვატიკანის განცხადებით, ის საავადმყოფოში დარჩება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ვატიკანი – რომის პაპი თავს დღეს შედარებით კარგად გრძნობს. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვატიკანი-რომის-პაპი-თავს/
