„ექიმო ჩემს შვილს ძალიან ახველებს ფილტვების ანთება ხომ არ ექნება ნეტა???“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
„ბავშვს შიმშილი არ სჭირდება. პირიქით, ორგანიზმს ამ დროს ენერგია სჭირდება ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად“-პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს: 

„პაციენტის მონაწერიდან: „ექიმო ჩემს შვილს ძალიან ახველებს ფილტვების ანთება ხომ არ ექნება ნეტა???“ – აი როგორ უნდა უპასუხო ასეთ კითხვას ამ რთულ პერიოდში, როდესაც ამდენი პნევმონიის შემთხვევაა, მათ შორის ბევრი აუდიონეგატიური და მხოლოდ რენტგენოპოზიტიური…

მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან და დროულად გადაწყვიტეთ „ნეტას“ საკითხი, ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები და დროული მკურნალობა… “ნეტას” იმედზე ნუ დატოვებთ ბავშვს…

მშობლის შიში გასაგებია, მაგრამ პნევმონიის დიაგნოსტიკა ექიმის საქმეა და არა ხველის დეციბელების! “ნეტა” დიაგნოსტიკის მეთოდი არ არის, ძვირფასო მშობლებო! მედიცინაში “ნეტას“ კლინიკური შეფასება სჯობს, თორემ ამდენი “ნეტათი“ ყველა ხველა პნევმონიად გადაიქცევა! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას, ნეტა ყველა ბავშვი ჯანმრთელად იყოს“,- წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ექიმო ჩემს შვილს ძალიან ახველებს ფილტვების ანთება ხომ არ ექნება ნეტა???“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს. 6 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექიმო-ჩემს-შვილს-ძალიან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi