ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.

როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო. 26 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ჟენევაში-აშშ-ირანის-ბირთ/

  ნორვეგია 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებს აკრძალავს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi