ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაალბანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა

ალბანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა

ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა – იგულისხმება არა ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრი, არამედ ვირტუალური მინისტრი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებითაა შექმნილი.

მისი სახელია დიელა (Diella), რაც ალბანურად “მზის შუქს” ნიშნავს და ის ყველა საჯარო შესყიდვაზე იქნება პასუხისმგებელი – განაცხადა ალბანეთის პრემიერმინისტრმა ედი რამამ 11 სექტემბერს.

Politico წერს, რომ ზაფხულში რამა საუბრობდა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ალბანეთს ციფრული მინისტრი ან თუნდაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პრემიერმინისტრი ჰყოლოდა, თუმცა არავის ეგონა, რომ ეს დღე ასე სწრაფად დადგებოდა.

ტირანაში გამართულ სოციალისტური პარტიის ყრილობაზე რამამ მთავრობის ახალი კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, დიელა წარადგინა – მთავრობის ერთადერთი ციფრული წევრი.

“დიელა [კაბინეტის] პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, არამედ ხელოვნური ინტელექტის მიერ ვირტუალურადაა შექმნილი” – განუცხადა რამამ პარტიის წევრებს.

რამას თქმით, ტენდერებზე გადაწყვეტილებები “სამინისტროების გარეთ გადაინაცვლებს” და “საჯარო შესყიდვების მინისტრის”, დიელას ხელში გადავა. მისი თქმით, ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება, თუმცა საბოლოოდ, ალბანეთი გახდება ქვეყანა, სადაც “საჯარო ტენდერები კორუფციისგან 100%-ით დაცული და თანხები, რომლებიც ტენდერის პროცედურას გაივლის, 100%-ით გამჭვირვალე იქნება“.

“ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის დიელას მოვალეობა” – თქვა რამამ.

დიელა ალბანეთის მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, როგორც e-Albania-ს პლატფორმის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისი ციფრულად მიიღონ. მას კიდევ ავატარიც კი ჰყავს, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სახე აქვს და ტრადიციულ ალბანურ ტანსაცმელშია გამოწყობილი.

პრემიერმინისტრის თქმით, დიელა შეაფასებს ტენდერებს და ექნება უფლება “სამსახურში აიყვანოს ნიჭიერი ადამიანები მთელი მსოფლიოდან”.

Politico აღნიშნავს, რომ ალბანეთი კორუფციას, განსაკუთრებით მთავრობის ადმინისტრირებისა და საჯარო შესყიდვების სფეროში, დიდი ხანია ებრძვის. ეს საკითხი არაერთხელ გამოკვეთილა ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშებში კანონის უზენაესობის შესახებ.

რამამ 2025 წლის მაისში მეოთხე ვადით გაიმარჯვა, დაპირებით, რომ ქვეყანა 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება.

  იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ვინ რამდენს მიიღებს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.