ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
ოთხშაბათს მომხდარი სტიქიის შედეგად 157 ადამიანი ნეპალის ტერიტორიაზე დაიღუპა, 3 კი – ჩინეთში.
სტიქია ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაატყდა თავს რეგიონს, რომლითაც ხშირად სარგებლობენ ალპინისტები. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ძირითად ვერსიად მყინვარული ტბის გარღვევა განიხილება.
ნეპალის პოლიციამ კატასტროფის ზონიდან 157 ცხედარი უკვე გამოიყვანა. ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, დაკარგულთა წინასწარ სიაში 484 ტურისტია (391 უცხოელი და 93 ადგილობრივი).
მათ გარდა, ეძებენ სამართალდამცავების 100-მდე თანამშრომელსა და ჰიდროელექტროსადგურების 60 მუშას.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის (CCTV) ცნობით, საზღვრის ჩინურ მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად კიდევ 265 ადამიანი ითვლება. საერთო ჯამში, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურები 900-მდე ადამიანს ეძებენ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა – დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი. 27 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/el-pais-ნეპალისა-და-ჩინეთის-საზ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T20:42:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
