პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგივი მიქანაძე: 2028 წელს, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს,...

გივი მიქანაძე: 2028 წელს, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს, ეროვნულ გამოცდებზე კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება

ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, 2028 წელს, როდესაც სკოლას ერთად დაამთავრებენ მე-11 და მე-12 კლასელები, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობის გამო რა ვარიანტებს განიხილავს სახელმწიფო, იქნება გაზრდილი კვოტები, თუ მოსწავლეებს გაორმაგებული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

„ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია [გამოცდებზე] უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება. საკითხზე აქტიური მუშაობა მარტო ახლა კი არა, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ეს ეხება პროფესიული განათლების მიმართულებასაც. პროფესიული განათლების მიმართულებით ვზრდით დაფარვის როგორც გეოგრაფიულ არეალს, ასევე იმ სპეციალობების შესაძლებლობებს, რომელიც შეუძლიათ ახალგაზრდებმა აითვისონ პარალელურ რეჟიმში. ისევე, როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იქნება უფასო, პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ფინანსურად. ეს არის ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც დღესაც მოქმედებს. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, გააგრძელონ სწავლა შესაბამისი პროფილური მიმართულებით პროფესიულ სასწავლებლებში. ამ პროცესზე რა თქმა უნდა ვფიქრობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

  იტალია უკრაინას 400 ერთეულ M113 – VCC-2 Camilino ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი