დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გაგიზიარებთ რეკომენდაციებს რეინჯერებისგან — ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
რჩევა #1: დაგეგმე და მოემზადე წინასწარ
- ველურ ბუნებაში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე. იმისთვის, რომ ლაშქრობა პოზიტიური ემოციების მომტანი იყოს და არა სახიფათო გამოცდილება, წინასწარი მომზადება აუცილებელია.
რეინჯერის პირველი რეკომენდაცია ყოველთვის ერთია — ლაშქრობამდე აუცილებლად გაიარე კონსულტაცია ვიზიტორთა ცენტრში.
ვიზიტორთა სპეციალისტები დეტალურად გაგაცნობენ:
•მარშრუტის სირთულის დონესა და ხანგრძლივობას
•ბილიკზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და რეინჯერების საგუშაგოების ლოკაციებს
•უსაფრთხოების წესებსა და პარკის რეგულაციებს
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ — ტელეფონის ან სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება სწორად შეარჩიო შენთვის შესაფერისი მარშრუტი. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია PARKS.GE, რომელშიც გაეცნობით ინფორმაციას სასურველი მარშრუტის შესახებ.
გაითვალისწინე:
- მთაში ამინდი სწრაფად იცვლება, ამიტომ შეამოწმე ამინდის პროგნოზი და გახსოვდეს — როდესაც ხეობაში მზიანი ამინდია, შესაძლოა მწვერვალზე ძლიერი ქარი ან ნისლი იყოს.
- აუცილებლად შეატყობინე ოჯახის წევრს ან მეგობარს, სად მიდიხარ და როდის გეგმავ დაბრუნებას — ეს შენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
ლაშქრობისას თან იქონიე:
•პირველადი დახმარების აფთიაქი
•დამუხტული Powerbank და ფანარი
•საკმარისი რაოდენობის წყალი და საკვები
გახსოვდეს: მომზადებული მოგზაური ბუნების საუკეთესო მეგობარია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). რეკომენდაციები რეინჯერებისგან — ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.. 30 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რეკომენდაციები-რეინჯერე/
