ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
წამყვანმა მინისტრს ჰკითხა, 2028 წელს, როდესაც სკოლას ერთად დაამთავრებენ მე-11 და მე-12 კლასელები, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობის გამო რა ვარიანტებს განიხილავს სახელმწიფო, იქნება გაზრდილი კვოტები, თუ მოსწავლეებს გაორმაგებული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
„ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. კონკურენცია [გამოცდებზე] უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება. საკითხზე აქტიური მუშაობა მარტო ახლა კი არა, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. ეს ეხება პროფესიული განათლების მიმართულებასაც. პროფესიული განათლების მიმართულებით ვზრდით დაფარვის როგორც გეოგრაფიულ არეალს, ასევე იმ სპეციალობების შესაძლებლობებს, რომელიც შეუძლიათ ახალგაზრდებმა აითვისონ პარალელურ რეჟიმში. ისევე, როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა იქნება უფასო, პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ფინანსურად. ეს არის ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც დღესაც მოქმედებს. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, გააგრძელონ სწავლა შესაბამისი პროფილური მიმართულებით პროფესიულ სასწავლებლებში. ამ პროცესზე რა თქმა უნდა ვფიქრობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გივი მიქანაძე: 2028 წელს, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს, ეროვნულ გამოცდებზე კონკურენცია უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება. 30 იანვარი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გივი-მიქანაძე-2028-წელს-როდეს/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-21T05:30:23+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
