სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

საოკუპაციო ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

საჰაერო შეტევა განხორციელდა კიევზე. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე იერიში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რომელთა ნამსხვრევებიც კიევის ოთხ რაიონში ჩამოვარდა. შედეგად დაზიანდა ავტომობილები და რამდენიმე შენობა. მონაცემები დაშავებულთა შესახებ ზუსტდება.

ხარკოვში კი ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო დარტყმების შედეგად 47 ადამიანია დაშავებული, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხარკოვის სპორტის სასახლე, სავაჭრო ცენტრი და ჰიდროპარკი. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

„დღეს რუსეთმა კვლავ დაარტყა ხარკოვს. გვყავს 50-მდე დაშავებული. აგრესორთა სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები, სავაჭრო ცენტრი, სპორტის სასახლე. დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი ტაქტიკის სისწორეში კურსკში შესვლასთან დაკავშირებით. ტერორისტმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო მეტი რუსული სამხედრო ობიექტი გახდეს ჩვენი იარაღის სამიზნე“, – აღნიშნა ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ქარიშხალ "დების" 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 13 წლის ბავშვია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი