ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ღაზაში მდებარე ალ-ნასერის საავადმყოფოზე განახორციელეს.

ისრაელის სარაკეტო დარტყმებს Reuters-ის, Associated Press-ის, NBC–ისა და „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები ემსხვერპლნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დაადასტურეს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ნადავ შოშანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე დარტყმის შედეგად, 20 ადამიანი, მათ შორის, 4 ჟურნალისტი დაიღუპა. 25 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ისრაელის-თავდაცვის-ძალე-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi