შესაძლოა, ამან დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენება გამოიწვია… – მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ავსტრალიის უდაბნოში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გეოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი, დარტყმის კრატერი ავსტრალიის უდაბნოშია დამარხული.

600 კილომეტრის სიგანის კრატერი, დაახლოებით 500 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და შესაძლოა, დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენება გამოიწვია.

დამოუკიდებელი მკვლევარი დენიელ პ. კონელი და ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის დოქტორი არიფ სიკდერი თვლიან, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც MAPCIS-ის, მასიური ავსტრალიური პრეკემბრიულ-კემბრიული დარტყმის სტრუქტურის არსებობას ადასტურებს.

გეოლოგიური კვლევების თანახმად, კრატერის ცენტრი ჩრდილოეთ ტერიტორიაზე, ულურუს (აიერსის კლდე) და კონერის მთას შორის მდებარეობს. შიდა კრატერის დიამეტრი დაახლოებით 600 კილომეტრია. არსებობს უფრო ფართო რგოლი, რომლის დიამეტრი 2000 კილომეტრია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდა რგოლთან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეს მნიშვნელოვნად აღემატება სამხრეთ აფრიკის ვრედეფორტის კრატერის ზომას, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრის სიგანისაა და მსოფლიოში ყველაზე დიდ დადასტურებულ დარტყმის კრატერად ითვლება.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). შესაძლოა, ამან დედამიწაზე პირველი მასობრივი გადაშენება გამოიწვია… – მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ავსტრალიის უდაბნოში. 30 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შესაძლოა-ამან-დედამიწაზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi