საოკუპაციო ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
საჰაერო შეტევა განხორციელდა კიევზე. საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქზე იერიში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს, რომელთა ნამსხვრევებიც კიევის ოთხ რაიონში ჩამოვარდა. შედეგად დაზიანდა ავტომობილები და რამდენიმე შენობა. მონაცემები დაშავებულთა შესახებ ზუსტდება.
ხარკოვში კი ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო დარტყმების შედეგად 47 ადამიანია დაშავებული, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხარკოვის სპორტის სასახლე, სავაჭრო ცენტრი და ჰიდროპარკი. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.
„დღეს რუსეთმა კვლავ დაარტყა ხარკოვს. გვყავს 50-მდე დაშავებული. აგრესორთა სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები, სავაჭრო ცენტრი, სპორტის სასახლე. დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი ტაქტიკის სისწორეში კურსკში შესვლასთან დაკავშირებით. ტერორისტმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო მეტი რუსული სამხედრო ობიექტი გახდეს ჩვენი იარაღის სამიზნე“, – აღნიშნა ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში. 2 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ვითარებაა-ამ-დროისთვი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
