რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, დარტყმისას საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები, კერძოდ „ისკანდერები“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი.
პოპკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე გაანადგურეს 10-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 10-მდე ბალისტიკური რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი ჰოსპიტალიზებულია. კიევის სამ რაიონში დაზიანებულია შენობები, კერძოდ, საწარმო და არასაცხოვრებელი ნაგებობები და დამწვარია ოთხი ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები „სვიატოშინის“ მეტროსადგურის შენობაში.
ამასთან, სუმის ოლქის პოლიციის ბოლო ინფორმაციით, სუმიზე გუშინ საღამოს განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. იერიშის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სუმის ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრისა და ბავშვთა სახლის შენობა, ასევე ხუთი მრავალსართულიანი სახლი.
ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და პოლტავაში. ხარკოვის მერის ინფორმაციით, ორი „შაჰედით“ დარტყმა კერძო სახლსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მახლობლად განხორციელდა. მანამდე, რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება ფრონტზე არსებული სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 166 შეტაკება მოხდა, აქედან 62 პოკროვსკის მიმართულებით.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რუსეთის ძალებმა დღეს დილიდან უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. 2 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსეთის-ძალებმა-დღეს-დილ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
