ახალ ზელანდიაში პირველად ნახეს კაცი, რომელიც 3 წლის წინ შვილებთან ერთად გაუჩინარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ახალ ზელანდიაში, კაცი, რომელიც თავის შვილებთან ერთად 3 წლის წინ ტყეში გაუჩინარდა პირველად ნახეს.

BBC-ს ცნობით, ტომ ფილიპსს 2021 წლის დეკემბრიდან ეძებენ, როდესაც მან 8 წლის ემბერი, 9 წლის მავერიკი და 11 წლის ჯეიდა მათ დედასთან კამათის შემდეგ სახლიდან გაიყვანა და ტყეში გაიხიზნა.

სამართალდამცველების ვარაუდით, კაცი დასავლეთ ვაიკტოს რეგიონში იმალება. რამდენიმე დღის წინ ის და 3 ბავშვი ღორებზე მონადირეებმა ნახეს. მათი თქმით, ფილიპსს ხელში იარაღი ეჭირა, ბავშვებს კი ნიღბები ეკეთათ და ზურგჩანთები მიჰქონდათ. ერთ-ერთი მონადირის კითხვას, იცოდა თუ არა ვინმემ რომ ისინი ტყეში იმყოფებოდნენ ერთმა ბავშვმა უპასუხა: „მარტო თქვენ“.

ეს პირველი შემთხვევაა ოჯახის გაუჩინარების შემდეგ, როდესაც სამივე ბავშვი ერთად ნახეს. ბავშვების დედამ, კეტმა პოლიციას მოუწოდა მეტი გააკეთონ მისი ყოფილი პარტნიორისა და შვილების პოვნისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამართალდამცველები კი ფიქრობენ, რომ ფილიპსს ვიღაც ეხმარება და მოუწოდებს ნებისმიერს, ვისაც ოჯახზე რაიმე ინფორმაცია აქვს, შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ამასთან, გასულ წელს პოლიციამ ფილიპსის დაკავების ორდერიც კი გამოსცა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის ერთ-ერთ ბანკის ძარცვაში იყო გარეული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ახალ ზელანდიაში პირველად ნახეს კაცი, რომელიც 3 წლის წინ შვილებთან ერთად გაუჩინარდა. 10 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალ-ზელანდიაში-პირველად/

  Meta თანამშრომლების 10%-ის შემცირებას გეგმავს - ოპტიმიზაციისა და რესურსების გადანაწილება AI მიმართულებით
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi