თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს ხელი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აკადემიურ სივრცეში თავდაცვისა და უსაფრთხოების კულტურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება ეროვნული თავდაცვის ინიციატივებში. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი ცოდნა, უნარები და მოტივაცია, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საქმეში. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროექტი სტუდენტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. 28 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თავდაცვის-სამინისტროსა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi