ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ...

„არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს“-კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განუცხადა, მუნიციპალიტეტის მიდგომაა, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროექტით, რომელიც ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

„ყველაფერზე – მერია არის დამნაშავე, კახა კალაძეა დამნაშავე, ეს არის სწორი? პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ყველაფერი – კარგი თუ ცუდი, რაც ხდება ქალაქში, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ არასწორია ის, რომ თქვენ პოლიტიკურად სპეკულირებთ მუდმივად, უბედური შემთხვევების დროს ყოველთვის ამბობთ, რომ კახა კალაძე და მერიაა დამნაშავე. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს წესი. არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ ადამიანები, ვინც სპეცრაზმით შეუვარდება ოჯახებს და გამოიყვანს, როგორც თაბუკაშვილის ქუჩის შემთხვევაში იყო. ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ადამიანებს ვეუბნებით, რომ გაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და იმ ავარიული, დანგრეული სახლების მაგივრად მიიღებთ ახალ ბინებს, ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მერია გიდგებათ თავდებში, ინვესტორზე არ არის საუბარი. მოსახლეობისაც მესმის, რომ გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ მღელვარებას, აქვთ შიში, რომ ვიღაცამ ვერ ააშენოს ეს კორპუსი. ამის საბაბიც არსებობს. 30 წლის განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები იყო – მოვიდოდა ვიღაც ინვესტორი, დაიწყებდა სამუშაოებს და ასე უამრავი ადამიანი ჰყავთ „გადაყრილი“. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ეს პრობლემა მთლიანად მოვაგვარეთ – ათწლეულების განმავლობაში დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრების პროცესი დავიწყეთ და ამის გამოც აქვთ ადამიანებს შიში, მაგრამ აქ ინვესტორი ხომ არ არის? მერია დგება თავდებში და არის პასუხისმგებელი, რომ ეს კორპუსები აშენდება აუცილებლად და ამ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმ შეთავაზების შესახებ, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ადგილობრივებს მიმართა, მერის თქმით, ეს სწორედ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას გულისხმობდა.

  ირაკლი კობახიძე: ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც არის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის გაგრძელება

„ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ვუთხარით, რომ მერია მზად არის, მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამოთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებლის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული, აქვს იქ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. თუ არ მეშლება, მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით. ამ რეალობაზე ვისაუბროთ. კარგი, ჩემს მიმართ შეიძლება გაქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, როგორც პოლიტიკოსის, რადგან გაქვთ თქვენი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ხომ არ შეიძლება მუდმივად სიცრუე, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. გავა წლები, მე არ ვიქნები მერი, იქნება სხვა მთავრობები, ქალაქის სხვა მერი, მაგრამ ეს პრობლემები ხომ არსებობს? თუ ამ პრობლემებს ჩვენ სწორ კომუნიკაციას არ გავუკეთებთ, სწორ შეფასებებს არ მივცემთ, მუდმივად მათ წინაშე ვიქნებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.