„კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“-ნათია თურნავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათიამ თურნავამ. შეკითხვა ეხებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოში მოქმედი ორი სატელევიზიო არხის – „ტელეიმედისა“ და „პოსტივისთვის“ დაწესებულ სანქციებს.

ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას.

„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“-ნათია თურნავა. 26 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კომერციული-ბანკები-ვალდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi