,,ფერისცვალება არის დედამიწაზე ცათა სასუფევლის დიდების და ბრწყინვალების გამოვლინება…
ყოველთვის ვევედროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადოს ამ მარადის მყოფი თაბორის შუქის თანაზიარებისა… შევიდეთ მის ნათელში და გავიხაროთ… ჩვენი და ჩვენთან ერთად მთელი სამყაროს განდიდებით, იმ დიდებით, რომელიც გამობრწყინდა თაბორის მთაზე ფერისცვალების ჟამს…”
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
რატომ იცვალა უფალმა ფერი მოწაფეთა წინაშე?
თქვენ იცით, რომ მთელი მისი მიწიური ცხოვრების განმავლობაში იგი მალავდა ამ თავის საღვთო დიდებას. მართალია, მის სასწაულებში ვლინდებოდა მისი საღვთო ძალა, მაგრამ იმ დიდებას და ბრწყინვალებას, რომელიც მას აქვს ცათა სასუფეველში, იგი მალავდა, ფარავდა და პირველად ეს გამოაჩინა თაბორის მთაზე თავისი მოციქულებისთვის. რატომ? ეს მოახდინა იერუსალიმში შესვლამდე, სანამ დაითმენდა უკანასკნელ ტანჯვებს და ჯვარცმით სიკვდილს. მაცხოვრის ამ ტანჯვებს, დამცირებას და ჯვარზე სიკვდილს შეიძლება დაებრკოლებინა მოწაფეები, ისინი შესაძლოა, დაეჭვებულიყვნენ უფლის საღვთო დიდებაში, ქრისტეს საღვთო დიდებაში და ეფიქრათ, რომ სადღაა ეს დიდება, როცა მათი მოძღვარი ავაზაკივით დასჯილი ჰკიდია ჯვარზე. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქრისტემ ეს ყველაფერი თავისი ნებით დაითმინა, ამიტომაც უჩვენა მათ ეს დიდება თაბორის მთაზე; მაგრამ ეს ხილვა დასრულდა და გაქრა, ვინაიდან ეს იყო მომავალი საუკუნის სახე და საიდუმლო. მოსეც და ილიაც მომავალი საუკუნის საიდუმლოებებზე ესაუბრებოდნენ უფალს და ეს ხილვაც იყო მომავალი საუკუნის საიდუმლო, რაც არის ჩვენი ცის და ქვეყნის, მიწის მომავალ საუკუნეში ფერისცვალება, როდესაც ცა და მიწა განდიდდება ისე, როგორც თაბორის მთაზე განდიდდა ქრისტეს საღვთო ბუნებასთან შეერთებული მისი კაცობრივი ბუნება და როდესაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
19.08.2024
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა.
ნაკლების ჩვენება
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „ეს აუცილებლად მოხდება, რადგან თაბორის შუქი, რომელიც დღეს გამობრწყინდა, შემოვიდა სამყაროში და დარჩა სამყაროში. ის ყველგან არის, მაგრამ ჩვენ, როგორც გითხარით, ვერ ვხედავთ მას. ის მოქმედებს საღვთო მადლთან ერთად ყველაფერში და ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ღირსნი მისი ხილვის, მასში შესვლის და მასში ცხოვრების, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ეს საღვთო მშვენიერება გაიხსნება და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა. აი, ეს არის მომავალი საუკუნის საიდუმლო“-შიო III [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0/
sheniekimi.ge/ambebi
