გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს დაუპირისპირდა – „ძალიან კარგად იცი, რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი…“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს დაუპირისპირდა - „ძალიან კარგად იცი, რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი...“

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან – გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტყუილში დაადანაშაულა.

კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როცა პროკურორი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

„გულწრფელად მითხარი, გთხოვ, როგორც დედამ დედას მითხარი, რაც მოისმინე, საერთოდ არ გრცხვენია რაზე გაქვს ხელი მოწერილი? ერთ რამეს გეტყვი, ღმერთი იყურება მაღლიდან, ბუმერანგია ეს ცხოვრება და არ იცი, ვის რა დაუბრუნდება. ერთადერთ რაღაცას გისურვებ, ნიასგან გეუბნები, ღმერთს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია. ღმერთს გეფიცები და მის სიცოცხლეს გეფიცები, რომ ღმერთმა მოგიტევოს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი“, – ამბობს იმნაძის დედა.

დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი  ჩატარდა, რა დროსაც ნია იმნაძის მასწავლებლები გამოკითხეს.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან – დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ “ზედმეტ ყურადღებას იჩენდა”, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს დაუპირისპირდა – „ძალიან კარგად იცი, რომ ნიაკო უდანაშაულოდ გყავს დაჭერილი…“. 28 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიგა-ავალიანის-მკვლელობ-3/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T01:47:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi