პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ოჯახის წევრების სურვილითაა გადაყვანილი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მკურნალობას სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს ოჯახის სურვილი იყო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, რაც მისი ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა.

“წუხელ, ღამის 02:00 საათზე თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით.

პატრონების მოთხოვნით, მათი თხოვნა იყო ასეთი, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი, თვითონ ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე.

- Advertisement -
Ad imageAd image

თორნიკე იყო სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს.

მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით, კონტაქტური”, – განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ოჯახის წევრების სურვილითაა გადაყვანილი. 9 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველ-საუნივერსიტეტო-კლ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T08:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi