კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლებლის პედაგოგებს ეროვნული დღე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან განათლებული და ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მასწავლებლები და ინსტრუქტორები. სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს უწყებრივი მედალი – „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ გადაეცა ინგლისური ენის პედაგოგს, ფიქრია ცერცვაძეს. მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით. განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კადეტთა-ლიცეუმში-მასწავლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi