საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, – ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაცია გაიკეთა. 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ის ინფორმაციით, დოჰაში ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
მათივე ცნობით, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
„ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს“, – ნათქვამია „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ განცხადებაში.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის რეაბილიტაცია და როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). „პარი სენ-ჟერმენი“ კვარას ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პარი-სენ-ჟერმენი-კვარა/
