თამაზ გოჩაშვილი – 1993 წლის 2 ივლისს ტამიშში გადმოსხმულ დესანტს პირველმა “დე-შე-ბემ” აუგო წესი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

9.07.2016

“დე-შე-ბე” (პირველი ნაწილი)

თამაზ გოჩაშვილი – “1993 წლის 2 ივლისს ტამიშში გადმოსხმულ დესანტს პირველმა “დე-შე-ბემ”  აუგო წესი

აფხაზეთის ომში გაგრის დაცემის შემდეგ ჩავერთე. მივხვდი, რომ საქართველოს ამ რეგიონის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. 1992 წლის ოქტომბერში ჩავედი სოხუმში და აქ გავიცანი დათო თვალჭრელიძე. შემდეგ შემოგვიერთდნენ ბერძენი სლავიკა ქსენოდუხოვი  და სომეხი ლოივა ასატრიანი. პირველად “თეთრი არწივის” სადაზვერვო ათეულში ჩავეწერეთ. მოკლე გასვლებით გავიდიოდით პოზიციებზე. თავიდან ჯერ კიდევ მოხალისეები ვიყავით. დანაყოფებიც არ იყო ჩამოყალიბებული. ვინც იმ წუთში შეიკრიბებოდა, პოზიციაზე ის ჯგუფი გადიოდა.

1993 წლის იანვარ-თებერვლში ვიდექით აძიუბჟაში, ქათმის ფერმების ზემოთ. ჩვენთან ერთად გორელი ბიჭები იყვნენ. მაშინ ჩვენი მეთაური იყო ჯონი ტოკმაევი. ძალიან ცუდ პირობებში ვიმყოფებოდით, აფხაზების ალყაში ფაქტიურად სამიზნედ ვიქეცით. დისლოკაციას ვერ ვტოვებდით და საკვები კი არანაირი არ გვქონდა. ოცდარვა კაცს იმ სიცივეში ჭამა არ უნდოდა?

გამოსავალი არ იყო და გადავწყვიტე, რომ იტყვიან, საველე პირობებში “სანადიროდ”  წასვლა.   ზოგმა თავი შეიკავა წამოყოლისგან. ათი ბიჭი გავიყოლე და გადავედით ზევით აფხაზების რაღაც პატარა სოფლისკენ. ზურგში ფლანგის დაცვისთვის ორი კაცი დავაყენე და სოფლის სახლების გასინჯვა დავიწყეთ. თვალი მოვკარი ერთი სახლიდან ღობეზე ბიჭი გადახტა. ჩვენ სოფლის ბოლომდე გავედით. ვნახეთ რაღაც ბოსელში საქონელი ყავდათ და ერთი მაშინვე დავკალით და საკვებად წამოვიღეთ. ამ დროს  უკვე თურმე აფხაზები ფლანგიდან შემოგვეპარნენ. ჩვენს ყარაულს შეეშინდა სროლა და ხუთი კაცი გამოატარეს. ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. კიდევ კარგი დროზე დავინახე და “პე-კა” დავაყარე და როგორც იქნა გამოვედით.  ყველამ დიდი სიამოვნებით მიირთვა “ნანადირევი”.  ასე მოვითქვით სული იმ ხორცით. განაგრძეთ კითხვა

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თამაზ გოჩაშვილი – 1993 წლის 2 ივლისს ტამიშში გადმოსხმულ დესანტს პირველმა “დე-შე-ბემ” აუგო წესი. 6 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თამაზ-გოჩაშვილი-1993-წლის-2-ივ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi