საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სასწავლებლის პედაგოგებს ეროვნული დღე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან განათლებული და ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებაში მასწავლებლის განსაკუთრებულ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გაწეული შრომისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ მასწავლებლები და ინსტრუქტორები. სამხედრო განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს უწყებრივი მედალი – „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“ გადაეცა ინგლისური ენის პედაგოგს, ფიქრია ცერცვაძეს. მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). კადეტთა ლიცეუმში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 27 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კადეტთა-ლიცეუმში-მასწავლ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T21:17:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
