რუსეთმა ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს კავშირების განვითარებისთვის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაინახა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.

„ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობის ოფიციალური აღიარება სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რუსეთმა ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა. 4 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსეთმა-ავღანეთის-თალიბ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi