შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეები6 წლის განმავლობაში თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა და უფასოდ დაფრინავდა - 30-წლიანი სასჯელი...

6 წლის განმავლობაში თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა და უფასოდ დაფრინავდა – 30-წლიანი სასჯელი ემუქრება✈️

35 წლის ამერიკელს, ალექსანდრ ტირონს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ ექვსი წლის განმავლობაში შვიდი ავიაკომპანიის რეისებით უფასოდ იფრინა. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ტირონი ავიაკომპანიის პერსონალისთვის განკუთვნილ პროგრამას იყენებდა, რათა უფასოდ მოხვედრილიყო თვითმფრინავში. ის აყალბებდა მონაცემებს, მათ შორის სამსახურებრივი საშვების ნომრებს და გამოგონილ სამუშაოდ მიღების თარიღებს. 2018 წლიდან 2024 წლამდე მან ამ გზით 120-ზე მეტი ფრენა შეასრულა.

იუსტიციის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, როგორ გამჟღავნდა ტირონის თაღლითობის. ტირონი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. მას ბრალდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით თაღლითობაში და აეროპორტის უსაფრთხო ზონაში უკანონოდ შეღწევაში წაუყენეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ტირონი დამნაშავედ ცნეს. განაჩენი 25 აგვისტოს გამოცხადდება.

  Guns N’ Roses- ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ლეგენდარულ როკ ბენდი საქართველოს 30 მაისს ეწვევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი