6 წლის განმავლობაში თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა და უფასოდ დაფრინავდა – 30-წლიანი სასჯელი ემუქრება✈️

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

35 წლის ამერიკელს, ალექსანდრ ტირონს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ ექვსი წლის განმავლობაში შვიდი ავიაკომპანიის რეისებით უფასოდ იფრინა. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ტირონი ავიაკომპანიის პერსონალისთვის განკუთვნილ პროგრამას იყენებდა, რათა უფასოდ მოხვედრილიყო თვითმფრინავში. ის აყალბებდა მონაცემებს, მათ შორის სამსახურებრივი საშვების ნომრებს და გამოგონილ სამუშაოდ მიღების თარიღებს. 2018 წლიდან 2024 წლამდე მან ამ გზით 120-ზე მეტი ფრენა შეასრულა.

იუსტიციის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, როგორ გამჟღავნდა ტირონის თაღლითობის. ტირონი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. მას ბრალდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით თაღლითობაში და აეროპორტის უსაფრთხო ზონაში უკანონოდ შეღწევაში წაუყენეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ტირონი დამნაშავედ ცნეს. განაჩენი 25 აგვისტოს გამოცხადდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 6 წლის განმავლობაში თავს ბორტგამცილებლად ასაღებდა და უფასოდ დაფრინავდა – 30-წლიანი სასჯელი ემუქრება✈️. 12 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/6-წლის-განმავლობაში-თავს-ბ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Бариста

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
CRM-интегратор (AMOCRM)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-16T20:42:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi