საქართველო შეძლებს, 25 000-დან 30 000-ს ტონამდე მოცვი აწარმოოს – გიორგი ხანიშვილი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“მოცვის გაშენება კიდევ გრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს, 25 000-დან 30 000-ს ტონამდე მოცვი ვაწარმოოთ, ეს კი, ფულად გამოსახულებაში $200-დან 300 მლნ-მდე იქნება”, – ამის შესახებ “აგრო 1959”-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მოცვი კულტურაა, რომელიც საქართველოს არ ჰქონდა და რუკაზე უცებ გაჩნდა.

„მოცვთან დაკავშირებული სიტუაცია, მიხარია… ჩემი მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, ლურჯი მოცვის წახალისების პროექტით დავიწყეთ. ეს ყველაფერი ვითარდება და დღეს უკვე 7000-დან 8000-ს ტონის წარმოებაზე ვსაუბრობთ. გაშენებულია პლანტაციები, რომელიც თითქმის 2500-ს ჰექტრს მოიცავს. პროცესი კიდევ გრძელდება,” – აღნიშნა ხანიშვილმა.

ამასთან, “აგრო 1959”-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს  მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა შედეგები მოიტანა.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ბუნებრივია აშენდება მაცივრებიც, ყველაფერი იქნება… მთავარია ამ შემთხვევაში დავიწყოთ. როდესაც 2024 წლის სტატისტიკას ვაკვირდებით, ნათლად ჩანს, თუ ამ ყველაფერმა რა შედეგები მოიტანა“, – განაცხადა ხანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა და ამ კულტურის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი კი 2015 წელს მიიღეს. თავდაპირველად წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე თითქმის სრულად რუსულ ბაზარზე გადიოდა, შემდეგ კი უკვე ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყო და ქართული მოცვი ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიყიდა.

წყარო

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველო შეძლებს, 25 000-დან 30 000-ს ტონამდე მოცვი აწარმოოს – გიორგი ხანიშვილი. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველო-შეძლებს-25-000-დან-30-000/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T20:13:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi