როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა საბავშვო ბაღები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ბავშვები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეებია დარჩენილი:

3 მარტი – დედის დღე

- Advertisement -
Ad imageAd image

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისს არის. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა საბავშვო ბაღები. 17 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როდის-დაიწყება-სკოლებში/

  რატომ არის თბილისი განსაკუთრებით ლამაზი საღამოს საათებში
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi