2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ.
საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.naec.ge, 22 ივნისს გამოქვეყნდება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. 18 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/2026-წლის-გამოსაცდელებისთვი/

  როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა საბავშვო ბაღები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi