ხუთშაბათი, ივნისი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაეროვნული გამოცდების პასუხების ფურცლების ნიმუშები გამოქვეყნდა - რა წესები უნდა დაიცვათ შევსებისას,...

ეროვნული გამოცდების პასუხების ფურცლების ნიმუშები გამოქვეყნდა – რა წესები უნდა დაიცვათ შევსებისას, რომ ნაშრომი არ გაუქმდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა.

აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, თითოეული საგნის მიხედვით, გაეცნონ, რა ტიპის დავალებების შესრულება მოუწევთ გამოცდაზე:

ქართული ენა და ლიტერატურა 

ტესტი შედგება არჩევითპასუხებიანი და ღია დავალებებისაგან;
არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
არჩევითპასუხებიანი დავალებებით შემოწმდება წაკითხული ტექსტის გააზრების უნარი;
ღია დავალებების მაქსიმალური ქულა მითითებულია საგამოცდო ტესტში; ეს დავალებები ფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით შემოწმდება:
ტექსტის რედაქტირების უნარი;
საგამოცდო პროგრამით გათვალისწინებული და არასაპროგრამო მხატვრული ტექსტების გააზრებისა და ანალიზის უნარი;
ინფორმაციის გააზრების, ანალიზის, განზოგადებისა და დასკვნის გამოტანის უნარი; დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარი;
ენის გამომსახველობით საშუალებათა (როგორც ლექსიკურის, ისე გრამატიკულის) ადეკვატური გამოყენების უნარი; წერითი მეტყველების უნარი თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით.

უცხოური ენები 

ტესტი შედგება ექვსი არჩევითპასუხიანი და ერთი ღია დავალებისაგან.
არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით დასმულია შეკითხვა და მოცემულია ოთხი ან მეტი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. არის ასევე „მრავალჯერადი არჩევანის“ დავალებები. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
ღია დავალება (თხზულება) ფასდება სპეციალური შეფასების სქემით, რომელიც შედგება ორი კრიტერიუმისაგან. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულა არის 8. დავალების მაქსიმალური ქულა არის 16. უცხოური ენების ტესტებით შემოწმდება:
მოსმენის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა მოუსმინოს B1 სირთულის ერთ ტექსტს და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ისე ფაქტობრივი ინფორმაცია.
კითხვის უნარი, კერძოდ, აბიტურიენტმა უნდა წაიკითხოს B1 სირთულის სხვადასხვა შინაარსის, ზომის და ფორმატის ინფორმაციული ან შემეცნებითი ხასიათის ტექსტები და გაიგოს მათში მოცემული როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ისე ძირითადი აზრი.
აბიტურიენტმა, კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ჩასვას გამოტოვებულ ადგილებში საჭირო ლექსიკური ერთეულები; სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; კონტექსტის გათვალისწინებით გამოტოვებულ ადგილებში ჩასვას გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი სიტყვები (არტიკლი, კავშირი და ა.შ.). სწორი პასუხი აირჩიოს სიტყვების მოცემული ჩამონათვალიდან; დიალოგში გამოტოვებული ადგილები შეავსოს წინადადებებით. სწორი პასუხი აირჩიოს წინადადებების მოცემული ჩამონათვალიდან;
აბიტურიენტმა უნდა დაწეროს 120-170 სიტყვიანი თხზულება მოცემულ თემასთან დაკავშირებით. აზრი გადმოსცეს გასაგებად და თანმიმდევრულად. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკა და გრამატიკა, დაიცვას მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.

  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკის ფრანგულ-მექსიკური წარმომავლობის შვილი

ნახეთ, დეტალურად ზოგადი კრიტერიუმები ლინკზე.

ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ შტრიხკოდის, რომელსაც თქვენს პასუხების ფურცელს საგამოცდო აუდიტორიაში დააკრავენ, დაზიანება არ შეიძლება.

გარდა ამისა, თუ პასუხების ფურცელს დააწერთ სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, თქვენი ნაშრომი არ გასწორდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. ის, რასაც ე.წ. შავ ფურცელზე იმუშავებთ, აუცილებლად პასუხების ფურცელზე უნდა გადაიტანოთ. სხვა შემთხვევაში, შეფასებას ვერ მიიღებთ.

პასუხების ფურცლები კი, საგნების მიხედვით, აუდიტორიაში ასეთი დაგხვდებათ:

ქართული ენა და ლიტერატურა

kartuli-1-1781761609.jpg
kartuli-2-1781761626.jpg

მათემატიკა

matematika-1-1781761770.jpg
matematika-2-1781761787.jpg

ისტორია

istoria-1-1781762085.jpg
istoria-2-1781762104.jpg

ინგლისური ენა

inglisuri-1-1781762187.jpg
inglisuri-2-1781762203.jpg

ბიოლოგია

biologia-1-1781762301.jpg
biologia-2-1781762315.jpg

ქიმია

kimia-1-1781762413.jpg
kimia-2-1781762433.jpg

ფიზიკა

pizika-1-1781762535.jpg
pizika-2-1781762553.jpg

გეოგრაფია

geograpia-1-1781762651.jpg

geograpia-2-1781762664.jpg

ვრცლად პასუხების ფურცლების ნიმუშები შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნახოთ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.