2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდის, მასწავლებლის გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებენ.
საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი და გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ცენტრი ასევე მოუწოდებს თითოეულ მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია და დამატებითი ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე — www.naec.ge, 22 ივნისს გამოქვეყნდება.
რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ.
საგამოცდო ბარათი გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა და მისი წარდგენა აუცილებელია.
ბარათის ამობეჭდვის შესახებ:
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი
ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობს შედეგებს).
Sheni Network
ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
- აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- საგამოცდო ცენტრის მისამართი;
- თითოეული გამოცდის თარიღი;
- გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
- საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
შედეგების გასაგებად შეინახეთ ან დაიმახსოვრეთ თქვენ ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომერი.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ – 2026 წლის გამოსაცდელებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისიდან იქნება შესაძლებელი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9c/
sheniekimi.ge/ambebi

