განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია დაკავებული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ-ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება“,- აღნიშნულია პრიკურატურის ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი 25 ივნისს დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია დაკავებული. 26 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/განზრახ-მკვლელობის-მცდელ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi