პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება – რა უნდა იცოდეთ!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება. სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 24 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით. მეორე ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. მესამე ეტაპზე საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 22 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით გასტანს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან იწყება – რა უნდა იცოდეთ!. 10 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველკლასელთა-რეგისტრა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi