ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომატისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გემოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყენების) მოსამზადებლად და სხვ.
ტარხუნა მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომატისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გემოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყენების) მოსამზადებლად და სხვ.
ტარხუნა ბუჩქის სახით იზრდება და, თუ დროულად არ გადაიჭრა, 80 სმ-საც აღწევს. სიცივეს კარგად იტანს, ბარის რაიონებში ყინვებსაც უძლებს; ხარობს 10-15 წელიწადს. როგორც ბოსტნეული კულტურა, მოჰყავთ 4-5 წლის განმავლობაში, ვინაიდან მომდევნო პერიოდში მისი მოსავლიანობა მცირდება.
ტარხუნა ბუჩქის დაყოფითა და ყლორტის დაფესვიანებით მრავლდება. მაისში, როდესაც ყლორტების კრეფა მთავრდება, ბუჩქს ისე ანაწილებენ, რომ თითოეულს მომავალი ყლორტის საწყისი კვირტი გაჰყვეს. ყლორტები დასაფესვიანებლად იჭრება 15-20 სმ სიგრძეზე, ქვედა ფოთლები იკვეცება 5-6 სმ-ზე და ირგვება ფხვიერი მიწით, ტორფით ან წვრილი ქვიშით სავსე ყუთებში, რომლებიც თბილ და მყუდრო ადგილას თავსდება. დაფესვიანების შემდეგ ყლორტები მუდმივ ადგილას გადაირგვება ზემოაღნიშნული მანძილების გათვალისწინებით.
მოვლაში იგულისხმება: ნიადაგის გაფხვიერება, სარეველების მოცილება, დამატებითი გამოკვება და საჭიროების მიხედვით მორწყვა.
ერთი რჩევა ყველასათვის: ნუ გადააგდებთ ხმელ პურს, ის ხომ უძვირფასესი პროდუქტია
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომატისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გემოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყენების) მოსამზადებლად. 30 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტარხუნა-გამოიყენება-არა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
