ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. ოფიციალური განცხადება თავად კლუბის ან ფეხბურთელის წარმომადგენლის მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

მედიის ცნობითვე, იტალიაში გატარებული 2.5 წლის შემდეგ, კვარაცხელია პარიზულ კლუბს 2029 წლამდე შეუერთდა. სეზონში მისი ხელფასი 8-9 მილიონ ევროს შეადგენს, პლუს ექნება ბონუსები, რაც “ნაპოლისთან” შედარებით რამდენჯერმე მეტია.

ნეაპოლური გუნდი “პარი სენ-ჟერმენისგან” 70 მილიონ ევროს მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგაზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ხვიჩა კვარაცხელია “პარიზ სენ ჟერმენში” ითამაშებს. 14 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხვიჩა-კვარაცხელია-პარიზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi